საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო (SUDA) და სამტრედიის მუნიციპალიტეტის ერთობლივი ინიციატივითა და თანამშრომლობით, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში დაიწყო ქალაქმშენებლობითი, არქიტექტურული და სამშენებლო ზედამხედველობის მიმართულებით „ერთი ფანჯრის პრინციპის“ დანერგვის პროცესი.

აღნიშნული პროცესი, ორგანიზაციულ ცვლილებებთან ერთად, ითვალისწინებს ელექტრონული სისტემების დანერგვას, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს მომსახურების მიღებას.

ინიციატივის სამართლებრივი საფუძველია:

აღნიშნული კანონმდებლობა ამოქმედდება 2026 წლის 1 თებერვლიდან და გულისხმობს განაშენიანების დეტალური გეგმებისა და მშენებლობის ნებართვის / მშენებლობის შეტყობინების პროცესის სრულ დიგიტალიზაციას.

ელექტრონული სისტემების დანერგვა უზრუნველყოფს:

აღნიშნული მიზნების განხორციელებისთვის გამოყენებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს (MSDA) ელექტრონული პლატფორმა MS.GOV.GE. MSDA-ს ელექტრონული სისტემა მოიცავს 3 პლატფორმას:

მოქალაქეთა ელექტრონული პორტალიდან დარეგისტრირებული განცხადებები (I კლასის მშენებლობები, სამშენებლო ნებართვები, ქალაქთმშენებლობითი პროექტები, ნაკვეთის გამიჯვნა/გაერთიანება, ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა განაცხადები) ავტომატურად აისახება ინტერაქტიულ რუკაზე და არის საჯარო ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

სისტემა ასევე მოიცავს: