×

Join Us

         

  Working Hours
09:00 - 18:00

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო, ადგილობრივი თვითმმართველობის მაქსიმალური ხელშეწყობით, სამტრედიის მუნიციპალოტეტში, სოფელ ნაბაკევში საჯარო სკოლის მშენებლობას ახორციელებს.

თავის დროზე, აღნიშნულ ლოკაციაზე უძველესი, ამორტიზირებული სკოლა იყო განთავსებული.

350 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობის პროექტი ითვალისწინებს 3 ფლიგელისგან შემდგარ შენობას და ეზოს კეთილმოწყობას.

საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურა სრულად იქნება ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის და ყველა თანამედროვე სტანდარტს დააკამყოფილებს.

სკოლის მშენებლობის ღირებულება 7 000 000 ლარია.

მშენებლობის მიმდინარეობა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, ვაჟა სტურუასთან და ნაბაკევის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთან, ოთარ წულეისკირთან ერთად დაათვალიერა.

 

სამტრედიის, სოფელ ნაბაკევში საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს
 
სამტრედიის, სოფელ ნაბაკევში საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს
 
სამტრედიის, სოფელ ნაბაკევში საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს
 

 

Hits: 2536

 

 Petition

Take part in the implementation of self-governance…

 

 Survey

Express your opinion on current events...

 

 Your idea to the Mayor

Get involved in the development of the region, address the Mayor with your idea…

 

 Feedback

Increasing of involvement degree in local self-governance...

Support

Contact

  Samtredia, Republic Str. N6

  571 81 19 13

  samtredia.kancelaria@gmail.com

  www.samtredia.gov.ge

  Monday - Friday

  09:00 - 18:00 

Archive