×

Join Us

         

  Working Hours
09:00 - 18:00

სამტრედიის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს. პრიორიტეტია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მაღალმთიან სოფლებში, სადაც გადაადგილება განსაკუთრებით რთული იყო.

ამ ეტაპზე სამუშაოები ხორციელდება სოფელ გორმაღალში, სადაც ბეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს.

„ჩვენი ამოცანაა, მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებაში უზრუნველვყოთ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რათა ადგილობრივებს ჰქონდეთ კომფორტული გადაადგილების პირობები,“ — აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ.

ჯამში, უკვე მოწყობილია 25 კილომეტრზე მეტი ადგილობრივი მნიშვნელობის გზა, ხოლო სხვა ლოკაციებზე პროექტები კვლავ აქტიურად მიმდინარეობს.

გორმაღალში მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას პირადად გაესაუბრა.

 

გორმაღალში ბეტონის გზის მოწყობა მიმდინარეობს
 
გორმაღალში ბეტონის გზის მოწყობა მიმდინარეობს
 

 

Hits: 1376

 

 Petition

Take part in the implementation of self-governance…

 

 Survey

Express your opinion on current events...

 

 Your idea to the Mayor

Get involved in the development of the region, address the Mayor with your idea…

 

 Feedback

Increasing of involvement degree in local self-governance...

Support

Contact

  Samtredia, Republic Str. N6

  571 81 19 13

  samtredia.kancelaria@gmail.com

  www.samtredia.gov.ge

  Monday - Friday

  09:00 - 18:00 

Archive