×

Join Us

         

  Working Hours
09:00 - 18:00

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჯიხაიშში, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში ტრადიციული სადღესასწაულო ღონისძიება „ნიკოობა 2026“ გაიმართა.

ღონისძიება სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის ორგანიზებით ჩატარდა.

სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში მოეწყო მხატვარ იაგო ჩხიკვაძისა და დიდი ჯიხაიშის სახელოვნებო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა. გაიმართა გიორგი ნიკოლაძისადმი მიძღვნილი ჭადრაკის ტურნირი სპორტული სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით.

ღონისძიების მონაწილეები და ჭადრაკის ტურნირის გამარჯვებულები სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ქუთაისის დელეგატმა ზაზა ლომინაძემ და შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ დირექტორმა ვასილ გველესიანმა დააჯილდოვეს.

სადღესასწაულო პროგრამა ზაზა კილასონიას კონცერტით გაგრძელდა.

„ნიკო ნიკოლაძის მემკვიდრეობა ჩვენი მუნიციპალიტეტისა და მთელი ქვეყნისთვის განსაკუთრებული ღირებულების მატარებელია. „ნიკოობა“ გვაძლევს შესაძლებლობას, მომავალ თაობებს გავაცნოთ მისი იდეები და ღვაწლი. სასიხარულოა ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში. მადლობას ვუხდი ორგანიზატორებსა და თითოეულ მონაწილეს ამ ტრადიციის გაგრძელებისთვის“, — აღნიშნა დავით ბახტაძემ.

 

ნიკოობა 2026 დიდ ჯიხაიშში
 
ნიკოობა 2026 დიდ ჯიხაიშში
 
ნიკოობა 2026 დიდ ჯიხაიშში
 
ნიკოობა 2026 დიდ ჯიხაიშში
 
ნიკოობა 2026 დიდ ჯიხაიშში
 
ნიკოობა 2026 დიდ ჯიხაიშში
 
ნიკოობა 2026 დიდ ჯიხაიშში
 
ნიკოობა 2026 დიდ ჯიხაიშში
 
ნიკოობა 2026 დიდ ჯიხაიშში
 
ნიკოობა 2026 დიდ ჯიხაიშში
 
ნიკოობა 2026 დიდ ჯიხაიშში
 
ნიკოობა 2026 დიდ ჯიხაიშში
 
ნიკოობა 2026 დიდ ჯიხაიშში
 
ნიკოობა 2026 დიდ ჯიხაიშში
 
ნიკოობა 2026 დიდ ჯიხაიშში
 
ნიკოობა 2026 დიდ ჯიხაიშში
 
ნიკოობა 2026 დიდ ჯიხაიშში
 
ნიკოობა 2026 დიდ ჯიხაიშში
 
ნიკოობა 2026 დიდ ჯიხაიშში
 
ნიკოობა 2026 დიდ ჯიხაიშში
 
ნიკოობა 2026 დიდ ჯიხაიშში
 
ნიკოობა 2026 დიდ ჯიხაიშში
 
ნიკოობა 2026 დიდ ჯიხაიშში
 
ნიკოობა 2026 დიდ ჯიხაიშში
 
ნიკოობა 2026 დიდ ჯიხაიშში
 
ნიკოობა 2026 დიდ ჯიხაიშში
 
ნიკოობა 2026 დიდ ჯიხაიშში
 
ნიკოობა 2026 დიდ ჯიხაიშში
 
ნიკოობა 2026 დიდ ჯიხაიშში
 
ნიკოობა 2026 დიდ ჯიხაიშში
 
ნიკოობა 2026 დიდ ჯიხაიშში
 
ნიკოობა 2026 დიდ ჯიხაიშში
 
ნიკოობა 2026 დიდ ჯიხაიშში
 
ნიკოობა 2026 დიდ ჯიხაიშში
 
ნიკოობა 2026 დიდ ჯიხაიშში
 
ნიკოობა 2026 დიდ ჯიხაიშში
 

 

Hits: 21

 

 Petition

Take part in the implementation of self-governance…

 

 Survey

Express your opinion on current events...

 

 Your idea to the Mayor

Get involved in the development of the region, address the Mayor with your idea…

 

 Feedback

Increasing of involvement degree in local self-governance...

Support

Contact

  Samtredia, Republic Str. N6

  571 81 19 13

  samtredia.kancelaria@gmail.com

  www.samtredia.gov.ge

  Monday - Friday

  09:00 - 18:00 

Archive

↑