მუნიციპალიტეტის სიახლეები
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჯიხაიშში, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში ტრადიციული სადღესასწაულო ღონისძიება „ნიკოობა 2026“ გაიმართა.
სამტრედიის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად გრძელდება. სოფელ კეთილაურში ბეტონის საფარიანი გზის მოწყობის მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა სტურუასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერთან დავით ბახტაძესთან და სამტრედიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსთან თინათინ ხარძიანთან ერთად, მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.
ძვირფასო თანამოქალაქეებო და მუნიციპალიტეტის სტუმრებო, 9 ოქტომბერს, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის ორგანიზებით, ტრადიციული სადღესასწაულო ღონისძიება „ნიკოობა 2026“ გაიმართება! დღის განმავლობაში ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი ტრადიციულად უმასპინძლებს ვიზიტორებს.
განახლებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა სტურუასთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტების მენეჯერ თეა ცინცაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა სტურუასთან, პირველ მოადგილე ამირან თევდორაძესთან, ქალაქ სამტრედიაში მერის წარმომადგენელ ლაშა ნიკოლეიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გენო გეგეშიძის ქუჩაზე მდებარე მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა სტურუამ, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ეროვნული გმირების — ჟიული შარტავასა და გურამ გაბესკირიას მემორიალები გვირგვინით შეამკეს და დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგეს.
აქამდე წელიწადში ერთხელ 1 000-ლარიან დახმარებას სოციალურად დაუცველი ოჯახების ის სტუდენტები იღებდნენ, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 0-დან 65 000-მდე იყო. ცვლილების შედეგად, მერიიდან 1000 ლარს მიიღებენ სტუდენტები, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 0-დან 120 000-მდეა.






















