მუნიციპალიტეტის სიახლეები
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელ თინათინ ხარძიანთან ერთად, ჭაგნის საჯარო სკოლას დაარსებიდან 150 წლის იუბილე მიულოცა.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, მერის პირველ მოადგილე ამირან თევდორაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა სტურუასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, მერის პირველ მოადგილე ამირან თევდორაძესთან, სამტრედიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელ თინათინ ხარძიანთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, საჯარო სკოლების მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსი ზურაბ წიკლაური სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერს დავით ბახტაძეს შეხვდა. საორგანიზაციო შეხვედრაზე სამტრედიის მუნიციპალიტეტისთვის საბაზისო-თემატური გეგმის მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები, დაგეგმილი სამუშაოები და თანამშრომლობის დეტალები განიხილეს.
სამტრედიის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის მიზნით, მასშტაბური სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.
სამტრედიის მე-10 საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს.
ღონისძიებას სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა სტურუა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სამტრედიის მუნიციპალიტეტმა ნარჩენების მართვისა და ქალაქის კეთილმოწყობის მომსახურების გაუმჯობესების მიზნით სამი ერთეული სპეციალური ტექნიკა — ორი თვითმცლელი და ერთი სარწყავი ავტომანქანა შეიძინა.






















