News Of The Municipality
დღეს, 3 ოქტომბერს დიდ ჯიხაიშში ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში სახალხო დღესასწაული ,, ნიკოობა 2023'' გაიმართა.
დღეს მუნიციპალიტეტის მერიაში 2022 -2023 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის წარჩინებულ მოსწავლეებს პორტაბელური კომპიუტერები მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა თინათინ ხარძიანმა და საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვაჟა სტურუამ პირადად გადასცეს.
სამტრედიაში, თედო კაკულიას სახელობის სტადიონზე, ,,სახელმწიფო რწმუნებულის თასზე“ მინი ფეხბურთის ტურნირის მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს სამტრედიის და ხონის მუნიციპალიტეტების გუნდები დაუპირისპირდნენ.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ესტონეთისა და სომხეთის ოფიციალურ დელეგაციებს უმასპინძლა.
მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და ორგანიზებით დიდ ჯიხაიშში ღვთისმშობლობის დღესასწაულზე დოღი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მხედრები იღებდნენ.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და ორგანიზებით რკინიგზის მიმდებარე სკვერში ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით სატელევიზიო პროექტ ,,რანინას" გამორჩეული მონაწილეების:ნიკოლოზ ხარატის, ოთო ბაზერაშვილის, ვაჩე ღვინიაშვილის, ანასტასია ვასაძის, სოსო ჩაჩუას, მარიამ გომიაშვილის, დათუნა კერესელიძის, გაბრიელ ლომსაძის და გეგა შონიას კონცერტი გაიმართა.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში სასწავლო პროცესი დაიწყო.
სამტრედიის საჯარო სკოლებში, ისევე როგორც საქართველოს სხვა სასწავლო დაწესებულებებში, 2023-2024 სასწავლო წელი დაიწყო.
მოსახლეობის მოთხოვნების გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს.























