×

საჯარო ინფორმაცია

ბრძანება და განკარგულება

საინფორმაციო დოკუმენტაცია

საკრებულოს ფუნქცია-მოვალეობები და სამუშაო გეგმა

საკრებულოს სხდომის ოქმები

ბიუროს სხდომის ოქმები

კომისიის სხდომის ოქმები

ბიუჯეტი: 2021 / 2022 / 2023 / 2024 / 2025 / 2026

შესყიდვების წლიური გეგმა

განხორციელებული შესყიდვები

მივლინების ხარჯები

რეკლამის ხარჯები

საკომუნიკაციო ხარჯები

ტექნიკური ხარჯები

საწვავის ხარჯები

წარმომადგენლობითი ხარჯები

აუქციონები

ტენდერები

პრეზიდენტისთვის და პარლამენტისთვის წარსადგენი ანგარიში

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

სამართლებრივი გადაწყვეტილებები

გასაჩივრების წესები

შემოგვიერთდი

         

  სამუშაო საათები
09:00 - 18:00

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო (SUDA) და სამტრედიის მუნიციპალიტეტის ერთობლივი ინიციატივითა და თანამშრომლობით, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში დაიწყო ქალაქმშენებლობითი, არქიტექტურული და სამშენებლო ზედამხედველობის მიმართულებით „ერთი ფანჯრის პრინციპის“ დანერგვის პროცესი.

აღნიშნული პროცესი, ორგანიზაციულ ცვლილებებთან ერთად, ითვალისწინებს ელექტრონული სისტემების დანერგვას, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს მომსახურების მიღებას.

ინიციატივის სამართლებრივი საფუძველია:

  • საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 თებერვლის №72 დადგენილება – „სივრცის დაგეგმარების საინფორმაციო სისტემის შესახებ“;
  • საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 43(1) და 101(2) მუხლები.

აღნიშნული კანონმდებლობა ამოქმედდება 2026 წლის 1 თებერვლიდან და გულისხმობს განაშენიანების დეტალური გეგმებისა და მშენებლობის ნებართვის / მშენებლობის შეტყობინების პროცესის სრულ დიგიტალიზაციას.

ელექტრონული სისტემების დანერგვა უზრუნველყოფს:

  • ქალაქმშენებლობითი, არქიტექტურული და სამშენებლო ზედამხედველობის მიმართულებით არსებული ინფორმაციის საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას;
  • მოქალაქეებისთვის მომსახურების მიღებას დროის, ფინანსებისა და ენერგიის დაზოგვით, სახლიდან გაუსვლელად.

აღნიშნული მიზნების განხორციელებისთვის გამოყენებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს (MSDA) ელექტრონული პლატფორმა MS.GOV.GE. MSDA-ს ელექტრონული სისტემა მოიცავს 3 პლატფორმას:

  • მოქალაქეთა ელექტრონული პორტალი – https://ms.gov.ge 
  • საქართველოს ინტერაქტიული რუკა – https://maps.municipal.gov.ge
  • დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა – https://apps.gov.ge

მოქალაქეთა ელექტრონული პორტალიდან დარეგისტრირებული განცხადებები (I კლასის მშენებლობები, სამშენებლო ნებართვები, ქალაქთმშენებლობითი პროექტები, ნაკვეთის გამიჯვნა/გაერთიანება, ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა განაცხადები) ავტომატურად აისახება ინტერაქტიულ რუკაზე და არის საჯარო ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

სისტემა ასევე მოიცავს: 

  • მოქალაქის პირად გვერდს (ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის); 
  • ელექტრონული განცხადებების კატეგორიებს;
  • წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას;
  • საქმისწარმოების მსვლელობის შესახებ SMS და Email შეტყობინებებს;
  • მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებებსა და ოფიციალურ შეტყობინებებს;
  • ელექტრონულად წარდგენილი განაცხადების არქივს.

 

 

ნახვა: 414

 

 პეტიცია

მიიღე მონაწილება თვითმართველობის განხორცილებაში...

 

 გამოკითხვა

დააფიქსირე შენი აზრი მიმდინარე მოვლენებზე...

 

 შენი იდეა მერს

ჩაერთე რეგიონის განვითარებაში, მიმართე იდეით მერს...

 

 უკუკავშირი

ჩართულობის ხარისხის ზრდა ადგილობრივ თვითმმართველობაში...

მხარდაჭერა

კონტაქტი

  ქ.სამტრედია, რესპუბლიკის ქ. N6

  571 81 19 13

  samtredia.kancelaria@gmail.com

  www.samtredia.gov.ge

  ორშაბათი - პარასკევი

  09:00 - 18:00 

არქივი